დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებების რეალური მიზეზი დაასახელა. გადაცემა „2030“-ის ეთერში ჩართვისას დეპუტატი დაეთანხმა წამყვანს იმაში, რომ ამ ცვლილებების განხორციელება დღის წესრიგში არ დადგებოდა, რომ არა ბანკის მოქმედი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე. ზურაბ ტყემალაძემ აღნიშნა, რომ პრობლემას პიროვნებაში ხედავს და არა სისტემაში.
„პიდაპირ გეტყვით: პრობლემა არის პიროვნებაში. ამ არსებული ჩაკეტილი წრიდან გარკვეული ინფორმაცია ნაკლებად გამოდის საზოგადეობაში, ამ ინფორმაციასთან არწვდომამ გამოიწვია უკმაყოფილება საზოგადოებაში და ექსპერტებშიც. <...> ფაქტია, რომ ნდობა არ არსებობს ეროვნული ბანკისადმი. ეს გამოწვეულია ეროვნული ბანკის საბჭოს მუშაობით, სებ-ის პრეზიდენტის ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით... – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ და დაამატა: საკანონმდებლო ინიციატივა განხორციელდა იმიტომ, რომ პირველ რიგში ეროვნული ბანკის ავტორიტეტი შენარჩუნებულიყო.“