დღეს, 28 აპრილს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობა გასვლით სხდომას გამართავს. მინისტრთა კაბინეტი კახეთში შეიკრიბება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს.
სხდომა თელავის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შენობაში დანიშნული.
პრემიერი ნიკოლოზ გილაური უამინდობის გამო რეგიონში შექმნილ რთულ სიტუაციასთან დაკავშირებით მოისმენს ინფორმაციას.