30 ივნისს, 19:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოადგენს თანამედროვე ბერძენი კლასიკოსი მწერლის, დიმიტრის დიმიტრიადისის საკულტო რომანის - "ვკვდები როგორც ქვეყანა" ქართულ თარგმანს. წიგნი გამოსცა თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის საგამომცემლო პროგრამამ "ლოგოსი", ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით. დიმიტრიადისის რომანი ქართულ ენაზე თარგმნა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტმა თათია მთვარელიძემ.