2-4 ივლისს საქართველოს ირლანდიის საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა. დელეგაციას უხელმძღვანელებს საგარეო საქმეთა და ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარე პატ ბრინი.
საგარეო უწყების ცნობით, პარლამენტში დაგეგმილი შეხვედრების გარდა, ირლანდიელი სტუმრები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებთან.