პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დაინტერესებულ პირებს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის საკანონმდებლო პაკეტის განხილვაში აქტიურად ჩართვას სთავაზობს.
როგორც მან ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ცვლილებების პირველი მოსმენისას ავტორებმა ბევრი მოსაზრება გაიზიარეს.
„მინდა ყველას მივმართო, ვისაც თემის მიმართ ინტერესი აქვს. მათ შეუძლიათ, განხილვის პროცესში მონაწილეობა მიიღონ და მხოლოდ ზოგადი განცხადებებით ნუ შემოიფარგლებიან.
სამართალდამცავი სისტემის ძალიან მნიშველოვანი რეფორმა ხდება და დაინტერესებული ვართ, ყველა დასაბუთებული მოსაზრება გავიზიაროთ. პარლამენტში კანონპროექტები იმიტომ იხილება, რომ განხილვის პროცესში ყველა საკითხი დავხვეწოთ, რომელზეც დასაბუთებული მოსაზრება გამოითქმევა“, - დასძინა უსუფაშვილმა.
მეორე მოსმენით საკითხის განხილვა კომიტეტში მიმდინარე კვირასაა დაგეგმილი.