,,ნაციონალებიდან” გამიჯნული დეპუტატები პარლამენტში ახალ ფრაქციას შექმნიან, რაც მოგვიანებით, პარტიის შექმნით დაგვივრგვინდება. ,,ჯი-ეიჩ-ენს” ამის შესახებ ინფორმაცია მოლაპარაკებებში მონაწილე პირმა დაუდასტურა.
წყაროს ინფორმაციით, საპარლამენტო ფრაქციაში პავლე კუბლაშვილის, ზურაბ ჯაფარიძის, გიორგი მელაძისა და გოგა ხაჩიძის გარდა შევლენ სხვა ყოფილი ნაციონალებიც. მოლაპარაკებებს აღნიშნულ საკითხებზე პავლე კუბლაშვილი აწარმოებს, თუმცა წყაროს ინფორმაციით, თავიდანვე გათვალისწინებულია, რომ ახალი პოლიტიკური ჯგუფის ლიდერად ზურაბ ჯაფარიძე დასახელდება. ახალი პოლიტიკური პარტია კი სავარაუდოდ შემოდგომაზე შეიქმნება და მის დამფინანსებლებად ორი ცნობილი ბიზნესმენი და ბანკირი მოგვევლინებიან.