შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბის MIA FORCE-ის წევრმა დავით ქაჯაიამ მორიგ წარმატებას მიაღწია. საქართველმა სპორტსმენმა, საფრანგეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, ძარიან ავტომობილებში (ETCC), თავის კლასში, პირველი ადგილი დაიკავა. განვლილი სამი ეტაპის მიხედვით, დავით ქაჯაია სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს.
ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ეტაპი 5-6 სექტემბერს ჩეხეთის რესპუბლიკაში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ დავით ქაჯაია პირველი ქართველია, რომელიც ძარიან ავტომობილებში ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს.