საქალაქო სასამართლოში იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება. დღეს მოსამართლე დაცვისა და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობა-არდასაშვებობის საკითხზე იმსჯელებს. ვაზაგაშვილის მკლელობის ბრალდებით დაკავებულია გია სოსანაშვილი, რომელსაც 26ს ივნისს იარაღის უკანონო ტარების ფაქტზე სასამართლომ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იური ვაზაგაშვილი 2015 წლის 20 იანვარს საკუთარი შვილის საფლავზე ააფეთქეს.