როდის და როგორ შეძლებენ გულშემატკივრები სუპერთასის თამაშზე დასასწრები ბილეთების შეძენას?- ამასთან დაკავშირებით დღეს მთელი დღის განმავლობაში საინფორმაციო კამპანია გაიმართება. საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს. კავშირ „ჩვენი ფეხბურთის“ დამფუძნებლის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, პასუხისმგებლობა შექმნილ ვითაერებაზე მთლიანად ფეხბურთის ფედერაციას ეკისრება. მისივე განმარტებით, ნებისმიერი საფეხბურთო ღონისძიების წარმართვას ფედერაციას საკუთარი წესდება ავალდებულებს.