სუპერთასზე დასასწრებ ბილეთებს კვლავ ბილეთები.ჯი გაყიდის. როგორც კომპანიის ტექნიკური დირექტორი გიორგი ჩხიკვიშვილი აცხადებს, საიტი ტექნიკურად გაძლიერდა და შემუშავდა გაყიდვის კონცეფცია, რომელიც უეფას უკვე გადაეგზავნა. 11 აგვისტოს თბილისში "დინამო არენაზე" ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული "ბარსელონა" და ევროპა ლიგის გამარჯვებული "სევილია" დაუპირისპირდებიან.