საბერძნეთის ბანკები დღესაც დახურული იქნება. ხელისუფლება კაპიტალის მოძრაობას მკაცრად აკონტროლებს. ასევე დახურულია საფონდო ბირჟაც. დეფოლტისა და ევროზონის დატოვების ფონზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს და პირობას დებს, რომ მათ ანაბრებს საფრთხე არ ემუქრება. ხელისუფლების დაპირების მიუხედავად, საბერძნეთის მოსახლეობა პანიკამ მოიცვა. ადგილობრივ ბანკებთან რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელი რიგები იდგა, რის გამოც ბანკებმა დროებით მუშაობა შეწყვიტა. იმ შემთხვევაში, თუ ათენი ხვალისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდს მილიარდ 600 მილიონ ევროს არ გადაუხდის, ქვეყანას გარდაუვალი დეფოლტი ელის.