ტუნისში ტერაქტის შედეგად დაღუპულ ბრიტანელთა რაოდენობა 30-ს აღწევს. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყება იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ცხედრების იდენტიფიკაციის პროცესი უკვე დასრულებულია. მასშტაბური ტერორისტული აქტი სასტუმრო იმპერიალ მარჰაბაში 2 დღის წინ განხორციელდა, რასაც 38 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა უმრავლესობა ბრიტანეთის მოქალაქეა.