ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე შეკითხვას პასუხობს, თუ ვინ დადო ხელშეკრულება bileTebi.ge-თან. ეს განცხადება „იმედის კვირის“ ეთერში გაჟღერდა. ამასთანავე რევაზ არელაძემ საეთერო დროის უკმარისობის გამო წუხილი გამოთქვა და აღნიშნა, რომ 2 წუთში ძნელია ყველა განმარტების გაკეთება სუპერთასის ფინალური მატჩის თბილისში ჩატარებასთან დაკავშირებით.
„მესსი კი არ ვარ, ყველაფერი 2 წუთში რომ გავაკეთო, - იხუმრა რევაზ არველაძემ და განაგრძო საუბარი: აეროპორტიდან დაწყებული, bileTebi.ge-ით დამთავრებული - ყველასთან ფეხბურთის ფედერაციამ გააფორმა ხელშეკრულება და ყველა ხელშეკრულება იყო შეთანხმებული UEFA-თან.“
გარდა ამისა, ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა განმარტა, თუ რატომ ხორციელდებოდა ბილეთების გაყიდვა მხოლოდ ვებ-საიტოს მეშვეობით.
„პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხი იყო დასმული UEFA-ს მხრიდან, რომ ბილეთები გაყიდულიყო „ონლაინ“ [რიჟიმში] და არ გაყიდულიყო სალაროებში, რადგანაც ბილეთები უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი მთელი ევროპის გულშემატკივრებისთვის“, - აღნიშნა არველაძემ.