გპირდებით, რომ ორშაბათს ჩვენ გავმართავთ ბრიფინგს, სადაც დასახელდება დრო და წესები, როდის გაიყიდება ბილეთები - განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა.
მისივე თქმით, - 8 თვის განმავლობაში საქართველოში მუშაობს UEFA-ს წარმომადგენელი, დელეგატი, რომელმაც აირჩია ყველა ის კომპანია რომელიც მოემსახურება ამ თამაშს.
”ლაპარაკია არა მხოლოდ ბილეთების გაყიდვაზე, არამედ საჭმელზე, ტრანსპორტზე, საიჯარო ადგილებზე, ანუ პარკინგის ადგილები და მედიის ადგილები, ყველაფერი აირჩია ამ დელეგატმა. მე არ შემიძლია მისი გვარის და სახელის დასახელება. ჩვენ, ფედერაციამ, თავის დროზე შევიძინეთ ძვირადღირებული პროგრამა, რომელშიც გადავიხადეთ 60 ათასი, გავტესტეთ ეს გერმანიის თამაშზე ვთხოვეთ უეფას, რომ მოეცა საშუალება ჩვენ გაგვეყიდა, მაგრამ, სამწუხაროდ ეს არ მოხდა. იმიტომ, რომ კომპანია biletebi.ge-ს აქვს 6 წლიანი გამოცდილება და მას მიანიჭეს უფლება. გერმანიის თამაშზე ჩვენ გავყიდეთ იმ პროგრამით 12 ათასი ბილეთი, დატესტილია ეს პროგრამა და არანაირი პრობლემა არ არსებობდა" - თქვა სიჭინავამ.