საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უეფას გაუგზავნა სპეციალური გეგმა უეფას სუპერ თასის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით. წინასწარი ინფორმაციით, ბილეთების გაყიდვა ორშაბათიდან ისევ biletebi.ge-ზე განახლდება.
როგორც საიტის ხელმძღვანელები ირწმუნებიან, ვებგვერდის ადმინისტრაციამ სერვერი გააძლიერა, რომელიც ახალ დატვირთვასა და უამრავ მომხმარებელს ერთდროულად გაუძლებს, გულშემატკივრებს კი ბილეთების შეძენაში ხელი არ შეეშლება. სწორედ ასეთი სახის გეგმა წარუდგინა სფფ-მ უეფას, რომლისგანაც ჯერჯერობით საბოლოო პასუხი არ მოსულა.