ტუნისის საკურორტო ქალაქ სუსიში ტურისტებით სავსე ორ სასტუმროზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 30-ს მიაღწია. "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, მსხვერპლთა შორის არიან უცხოელებიც და მათი უმრავლესობა ბრიტანეთისა და გერმანიის მოქალაქეები არიან.
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილებზე პოლიცია მუშაობს. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა მომხდარს "ტერორისტული თავდასხმა" უწოდა. გავრცელებული ცნობით, შემთხვევის ადგილზე ერთ-ერთი შეიარაღებული პირი პოლიციამ მოკლა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.