მოსკოვში 85 წლის ასაკში ცნობილი რუსი პოლიტიკოსი ევგენი პრიმაკოვი გარდაიცვალა. პოლიტიკოსის გარდაცვალების მიზეზი ხანგრძლივი ავადმყოფობა გახდა. რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება მოქმედმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოთქვა და გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.