კიევი უცხო ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს საკუთარ ტერიტორიაზე ყოფნის უფლებას აძლევს. შესაბამისი კანონი პრეზიდენტმა პოროშენკომ გამოსცა. დოკუმენტის თანახმად, უკრაინაში უცხო ქვეყნის ჯარების შეყვანა მხოლოდ ოფიციალური კიევის მოთხოვნის საფუძველზე, გაეროსა და ევროკავშირის თანხმობით იქნება შესაძლებელი. კანონპროექტი უკრაინის უმაღლესმა რადამ ერთი თვის წინ მიიღო.