შეერთებულ შტატებში პოლიციელის ტყვიას კიდევ ერთი აფროამერიკელი ემსხვერპლა. ბალტიმორის ქალაქ ოუინგს-მილსში სამართალდამცავებმა 41 წლის სპენსერ ლი მაკკეინს ესროლეს. პოლიცია მაკკეინის მეზობლებმა ოჯახური ძალადობის ფაქტზე გამოიძახეს. შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცავებს ის შეიარაღებული ეგონათ. ფერადკანიანი მამაკაცი ცეცხლნასროლი ჭრილობებით საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.