მანჩესტერ იუნაიტეტისა და ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი რობინ ვან პერსი შვებულებას ოჯახთან ერთად, მყუდრო გარემოში ატარებს. საზაფხულო არდადეგები მისთვის წარმატებული გამოდგა. კატერით თევზაობისას ვან პერსიმ სპინინგით 2 მეტრიანი ზვიგენი დაიჭირა. ალაფის ფოტოები მან სოციალურ ქსელ „ფეისბუკზე“ დადო.