არაბული კოალიცია იემენში ამბოხებულთა პოზიციებს ბომბავს. საუდის არაბეთის ავიაციამ წერტილოვანი დარტყმები ალ-ხაზემის პროვინციაში განახორციელა. აფეთქებებს, ბოლო მონაცემებით, 10 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის მშვიდობიანი მცხოვრებლებიც არიან. სამხედრო ოპერაცია იემენში მას შემდეგ დაიწყო, რაც ხუსიტმა ამბოხებულებმა ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს.