ივლისში უკრაინა შეერთებული შტატებისგან დამატებით Humvee ტიპის 100 ჯავშანმანქანას მიიღებს. ამის შესახებ პენტაგონის პრეს-სამსახური იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო მანქანები უკრაინაში ივლისის შუა რიცხვებისთვის გაიგზავნება. მანამდე კიევმა პენტაგონისგან სამხედრო დახმარების სახით რამდენიმე ათეული ჯავშანმანქანა მიიღო.