86 წლის ასაკში, გარდაიცვალა რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ევგენი პრიმაკოვი. რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პრიმაკოვის ოჯახს და ახლობლებს მოუსამძიმრა.
ევგენი პრიმაკოვი 1929 წლის 29 ოქტომბერს კიევში დაიბადა. როგორც ცნობილია, მან ბავშვობისა და ახალგაზრდობის წლები თბილისში გაატარა.
ევგენი პრიმაკოვი რუსეთის პრემიერის პოსტს 1998-1999 წლებში იკავებდა, პოლიტიკური კარიერის მანძილზე საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზეც იყო. საბჭოთა კავშირის დროს მაღალ თანამდებობას იკავებდა საბჭოთა კავშირის დროსაც.