ბარსელონა – სევილიას მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვის საკითხი დღეს უნდა გადაწყდეს. ცნობილია, რომ ქართველი და უცხოელი გულშემატკივრებისთვის ბილეთები ცალ-ცალკე გაიყიდება. ქართულმა მხარემ უეფას სთხოვა, ბილეთების 80 პროცენტი ქართველ გულშემატკივარს შეხვდეს. საქართველოს მოქალაქეებისთვის განისაზღვრა 24 ათასი ბილეთი, ხოლო უცხოელებისთვის- 6 ათასი. ბილეთების გაყიდვის საკითხთან დაკავშირებით კომპანია ბილეთები.ჯიმ უეფას თავისი სტრატეგია მიაწოდა. მიუხედავად პრობლემებისა, სწორედ ეს კომპანია გაყიდის სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქეებზე ბილეთებს. უცხოელი გულშემატკივრების ბედს კი უეფა გადაწყვეტს.