ე.წ. კაბელების საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში დღეს განახლდება. დაცვის მხარემ წინა სხდომაზე საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით შუამდგომლობა წარადგინა. ბრალდებიის მხარე დღევანდელ პროცესზე თავის პოზიციას დააფიქსირებს დაცვის მხარის შუამდგომლობასთან დაკავშირებით. პროცესი 11 საათზეა ჩანიშნული. თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი პირადი თავდებობის საფუძველზე 19 ივნისს სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლეს.