ერევნის აქციის მონაწილეები კომპრომისზე წასვლას არ აპირებენ. მომიტინგეები ბაგრამიანის მოედანზე მანამდე დარჩებიან, სანამ ხელისუფლება მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს. უამინდობის მიუხედავად, აქციის მონაწილეთა რაოდენობა ერევნის ცენტრალურ მოედანზე არ შემცირებულა. საპროტესტო აქციები იმართება გიუმრისა და ქვეყნის დიდ ქალაქებშიც. საპროტესტო ტალღა სომხეთში მას შემდეგ აგორდა, რაც ხელისუფლებამ ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.