ნაციონალურმა მოძრაობამ ბათუმის საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. ამომრჩეველთა მხადაჭერის მოპოვებას ძველ ბათუმში "აჭარგანათების" დირექტორი თამაზ თოფურიძე შეეცდება, რუსთაველის დასახლებაში კი _ შპს "თბილისის" კონსულტანტი ბესიკ ჭოხონელიძე.
ბაგრატიონის პირველ საარჩევნო ოლქში გია კავაზაშვილია წარდგენილი, ბაგრატიონის მეორე საარჩევნო ოლქში მმართველი გუნდის სახელით მანდატისთვის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი კირთაძე იბრძოლებს.
ჯავახიშვილის დასახლებაში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი გაბაიძე იბრძოლებს, ხიმშიაშვილის დასახლებაში _ გაზეთ "აჭარის" რედაქტორი გენო თებიძე, ხოლო აეროპორტის დასახლებაში _ ბიზნესმენი ნუკრი დოლიძე.
თამარის დასახლებაში გამარჯვების მოპოვებას ჯუმბერ კახიძე შეეცდება, ბონისა და ე. წ. გოროდოკის დასახლებებში კი _ მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი დავით კასრაძე.
აღმაშენებლის დასახლებაში მმართველი გუნდის კანდიდატი მთავრობის აპარატის მთავარი სპეციალისტი ნოდარ ფუტკარაძე იქნება.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში სულ 10 საარჩევნო ოლქია.