მშვიდობის ხიდთან ნაპოვნი მამაკაცის ცხედარი 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაკარგული პიროვნება არ არის. ამის შესახებ გარდაცვლილის ძმამ განაცხადა.
მდინარე მტკვარში, თბილისის იუსტიციის სახლის მიმდებარედ მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
როგორც გარდაცვლილის ძმა აცხადებს ის 2 დღის წინ გაუჩინარდა და სავარაუდოდ ეს თვითმკვლელობის შემთხვევაა.
როგორც ცნობილი ხდება ცხედარს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენებენ.