საფრანგეთის ორი მოქალაქე შეეცადა 23 ივნისს, საბაჟო გამშვები პუნქტის „ვალეს“ გავლით, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატების შემოტანას. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საფრანგეთის მოქალაქე ბ.ა.-ის ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, 11 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი CoDoliprane, ხოლო საფრანგეთის მოქალაქე რ.გ.ნ.-ის ხელბარგის დათვალიერებისას, 13 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი Lamaline აღმოაჩინეს.
ორივე საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას.