უკრაინას დეფოლტის საფრთხე ჯერ კიდევ ელის. ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ნატალია იარესკომ განაცხადა. მისივე თქმით, კიევმა შესაძლოა კუპონის საფასური (120 მილიონი დოლარი“ ივლისის ბოლომდე ვერ დაფაროს, რაც შესაძლოა დეფოლტის მიზეზი გახდეს. ამავე დროს, ბანკი Goldman Sachs უკრაინას გადახდისუნარიანობისა და ლიკვიდურობის კრიზისს უწინასწარმეტყველებს.