2015 წლის ერთიან ეროვნული გამოცდებს 1 300 აბიტურიენტი გამოეთიშა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს” გამოცდების ეროვნულ ცენტში განუცხადეს, ესენი ის აბიტურიენტები არიან, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული იყვნენ, თუმცა, საატესტატო გამოცდები ვერ დაძლიეს და კონკურსს გამოეთიშნენ.
გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტებით, გასულ წელსაც თითქმის ანალოგიური აბიტურიენტების რაოდენობა გამოაკლდა ერთიან ეროვნულ გამოცდებს.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს იწყება და კონკურში 40 000 - ზე მეტი აბიტურიენტი მონაწილეობს.