მორიგი მხიარული ინციდენტი თეთრ სახლში. ლგბტ საზოგადოებასთან შეხვედრისას პრეზიდენტ ობამას გამოსვლა ხმაურიანი აპლოდისმენტებით შეაწყვეტინეს. აშშ პრეზიდენტი მქუხარე ტაშის დასრულებას დაელოდა, თუმცა ერთ-ერთი სტუმარი ვერავინ დააწყნარა. ობამამ მას დამშვიდებისკენ არაერთგზის მოუწოდა, შემდეგ კი დაცვას მისი გაყვანა სთხოვა. „ზოგადად, ნორმალურად ვრეაგირებ ასეთ მყვირალებზე, მაგრამ არა ჩემთან, სახლში,“-იხუმრა ობამამ.