რუსეთის პოლიტიკა უკრაინის მიმართ შეერთებული შტატებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის მდივანმა ესტონეთში ვიზიტისას განაცხადა. „ჩვენ არ გვსურდა ასეთი გამოწვევების წინაშე დავმდგარიყავით, რადგანაც ჩვენ გვქონდა ერაყი და ავღანეთი. მაგრამ სრულიად მოულოდნელად მივიღეთ რუსეთის ასეთი აგრესიული ქმედება,“-აღნიშნა კარტერმა.