ნატო სწრაფი რეაგირების ძალებს ზრდის. ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო რუსეთთან კონფრონტაციას არ ეძებს, თუმცა მოსკოვიდან მომდინარე საფრთხეების გამო იძულებულია თავდაცვითი ზომები გააძლიეროს. ალიანსის წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრთა გადაწყვეტილებით, ნატოს სწრაფი რეაგირების ძალები 40 ათასამდე გაიზრდება.