ოდესის გუბერნატორის პოსტზე დანიშვნამდე მიხეილ სააკაშვილს ამერიკულ ინსტიტუტში მაღალანაზრაურებადი სამსახური შესთავაზეს. ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ წერს და იმ დოკუმენტის ასლსაც აქვეყნებს, სადაც დადასტურებულია, რომ ლიდერების საერთაშორისო ინსტიტუტში მას წლიური 198 ათასი დოლარი ჰქონდა დანიშნული. „მათ, ვისაც აინტერესებს- ჩემი ამერიკული ხელფასი 200 ათას დოლარს აღწევდა. ეს იყო ოდესაში გუბერნატორად დანიშვნამდე. ამას დაემატებოდა ლექციებიდან და საჯარო გამოსვლებიდან მიღებული შემოსავალიც. ასე რომ, მე და ჩემი მეგობრები სახელმწიფო სამსახურში ფულისთვის არ მოვსულვართ,“-წერს სააკაშვილი.