საბერძნეთსა და საერთაშორისო დონორებს შორის მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა კომპრომისს ვერ მიაღწიეს. ათენი და კრედიტორები საპენსიო რეფორმის, შრომითი კანონმდებლობის, საგადასახადო სექტორისა და ინვესტირების საკითხებში ვერ თანხმდებიან. საბერძნეთმა საერთაშორისო სავალუტო ფონდს თვის ბოლომდე მილიარდ 600 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას გარდაუვალი დეფოლტი ელის. მოლაპარაკება ბრიუსელში დღესაც გაგრძელდება.