ერევანში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. “არა ძარცვას!”- ამ ლოზუნგით სომხეთის დედაქალაქშიკიდევ ერთი მასშტაბური აქცია გაიმართა. ბაგრამიანის გამზირზე ათასობით მოქალაქე შეიკრიბა. მომიტინგეები ელექტროენერგიის გადასახადის მატებაზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ. დენის ტარიფი სომხეთში 1 აგვისტოდან საშუალოდ 17 პროცენტით უნდა გაიზარდოს.