ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მოსკოვს სანქციები შეუნარჩუნა. რუსული დელეგაციის უფლებამოსილების ანულირების გადაწყვეტილება “პასეს” ამჯერად არ მიუღია, თუმცა რუსეთს ხმა ისევ ჩამორთმეული აქვს. რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია, რომ საპარლამენტო ასამბლეა რუსეთთან დიალოგის გაგრძელების მომხრეა. ამასთან, “პასე”რუსეთს ყირიმის ანექსიის შეწყვეტისა და აღმოსავლეთ უკრაინიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს. კიდევ ერთი მოთხოვნა, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს უყენებს, სამხედრო მფრინავ ნადეჟდა სავჩენოს გათავისუფლებაა.