ბოსტონში გახმაურებული სასამართლო პროცესი დასრულდა. ჩეჩენ ტერორისტს, ჯოხარ ცარნაევს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. განაჩენის გამოცხადებამდე განსასჯელმა სასამართლოს სიტყვით მიმართა. ცარნაევმა ჩადენილი დანაშაული კიდევ ერთხელ მოინანია და ტერაქტით დაზარალებულებს ბოდიში მოუხადა. ძმებმა თამერლენ და ჯოხარ ცარნაევებმა ტერაქტი ბოსტონის სპორტულ მარათონზე 2 წლის წინ მოაწყვეს, რასაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, 264 კი დაშავდა.