“ისლამურმა სახელმწიფომ” ჩრდილოეთ კავკასიაში საკუთარი პროვინცია, ე.წ. ვილაიათი შექმნა. ამის შესახებ ტერორისტული დაჯგუფების პრეს-მდივანმა აბუ მუჰამედ ალ ადანიმ განაცხადა. კავკასიის ვილაიათი დაღესტანს, ჩეჩნეთს, ინგუშეთს, ყაბარდო-ბალყარეთსა და ყარაცაევო-ჩერქეზეთს აერთიანებს. ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში მოქმედმა ამბოხებულთა დაჯგუფების ლიდერებმა აბუ ბაქრ ალ ბაღდადის ერთგულების ფიცი უკვე დადეს. “ისლამურ სახელმწიფოს” ერთგულება შეჰფიცა “კავკასიის იმარათმაც,” რომელიც რუსეთში “ალ-ქაიდას” ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ ითვლებოდა.