ხვალ, 25 ივნისს 19:00 საათზე უზენაეს სასამართლოში გაიმართება მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის სხდომა.
ადმინისტრაციული კომიტეტის წევრები განიხილავენ მოსამართლეთა XIV (რიგგარეშე) კონფერენციისთვის მოსამზადებელ საკითხებს.
უზენაესი სასამართლოს ცნობით, ადმინისტრაციული კომიტეტის სხდომა საჯაროა და მასზე დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.