კლოდ მონეს „ზამბახები“ სოტბის აუქციონზე სარეკორდო ფასად გაიყიდა. უცნობმა კოლექციონერმა ტილოში 10,8 მილიონი გირვანქა სტერლინგი (17,1 მილიონი დოლარი) გადაიხადა. 4,4 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა პაბლო პიკასოს „თავი“, მარკ შაგალის „ყვავილები სარკმელტან“ კი 3,2 მილიონ გირვანქად შეფასდა.