ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ საკუთარი ფული გამოუშვა. ამის შესახებ The Telegraph იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ოქროს დინარი 139 დოლარის ექვივალენტია. მონეტის ერთ მხარეზე არაბული წარწერები, მეორე მხარეზე კი მსოფლიო რუკაა გამოსახული. მონეტები მიმოქცევაში სავარაუდოდ მომავალი თვიდან შევა.