თუ უკრაინის ექსპრეზიდენტი თავს უდანაშაულოდ თვლის, მან ეს სასამართლოში უნდა დაამტკიცოს. ასეთ კომენტარს უკეთებს პრეზიდენტ პოროშენკოს ადმინისტრაცია უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუს. პოროშენკოს ადმინისტრაციის უფროსის, დიმიტრი შიმკივის მტკიცებით, იანუკოვიჩს ძალოვნების თავდასხმა მშვიდობიან დემონსტრანტებზე არასდროს შეუჩერებია. ამიტომ, მისი არგუმენტები უდანაშაულობის შესახებ არათუ უსაფუძვლო, არამედ გამაღიზიანებელიცაა. BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ ძალოვნებისთვის მაიდნის აქციის მონაწილეების დარბევის ბრძანება არ გაუცია.