მასშტაბური სპეცოპერაცია დაღესტანში. გიმრილის ხეობაში სპეცრაზმელებმა ალყაში ამბოხებულთა დაჯგუფება მოიქციეს. ამბოხებულებმა სამართალდამცავებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შედეგადაც ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შემდეგ სპეცრაზმელებმა ამბოხებულთა თანშესაფარზე შტურმი მიიტანეს. ვრცელდება ინფორმაცია ორი ამბოხებულის დაღუპვის შესახებ. გიმრილის ახლომდებარე რაიონებში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა.