"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" დიდუბის რაიონში შექმნილ ეკოლოგიურ მდგომარეობას აპროტესტებენ. დიდუბეში "ქრისტიან-დემოკრატების" მაჟორიტარი კანდიდატის განცხადებით, რაიონში არსებობს დაბინძურებული თხრილი, რომელიც მოსახლეობას ეპიდემიის საფრთხეს უქმნის.
შესაბამისი საპროტესტო განცხადება "ქრისტიან-დემოკრატებმა" დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგებელს უკვე გაუგზავნეს.