საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას განცხადებით, უეფამ biletebi.ge-ს პრობლემის აღმოსახვრელად 48 საათი მისცა.
როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა. შესაბამისად, მომდევნო 48 საათის განმავლობაში სუპერთასის ბილეთები არ გაიყიდება. სიჭინავას განმარტებით, 25 ივნისს 17:30 საათზე იქნება მორიგი კონსულტაცია უეფასთან, რომლის დროსაც შეფასდება, აღმოფხვრა თუ არა biletebi.ge-მ პრობლემები.
,,იმ შემთხვევაში თუ ეს პრობლემები ვერ აღმოიფხვრა, ფედერაცია და უეფა გადავლენ გეგმა "ბ"-ზე, თუმცა ფედერაციის პრეზიდენტი ამ დროისთვის არ საუბრობს, თუ რას ითვალისწინებს გეგმა "ბ",- განაცხადა სიჭინავამ და დასძინა, რომ პრობლემის აღმოფხვრაში უეფას მიერ შეთავაზებული ამერიკული კომპანია ჩაერთვება.