სირიაში შეტაკებები გრძელდება. ქურთმა ამბოხებულებმა რაკისთან მდებარე სამხედრო ბაზა დაიკავეს, რომელსაც დღემდე ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები აკონტროლებდნენ. 93-ე სატანკო ბრიგადა ქალაქ რაკადან 50 კილომეტრში მდებარეობს. ჯიჰადისტებმა ბაზა გასული წლის ზაფხულში აიღეს.