უკრაინის ექსპრეზიდენტი სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნებობს. ამის შესახებ მან BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ვიქტორ იანუკოვიჩის თქმით, ის ძირითადად როსტოვში ცხოვრობს, თუმცა მოსალოდნელი საფრთხეების გამო რუსეთის ტერიტორიაზე დაცვის თანხლებით ხშირად გადაადგილდება. „თავდასხმისა და სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე ჯერ კიდევ მაღალია, რის გამოც იძულებული ვარ ასეთ რეჟიმში ვიცხოვრო. სამშობლოში დაბრუნება, რა თქმა უნდა, ძალიან მინდა,“-აღნიშნა იანუკოვიჩმა.