ზურაბ ნოღაიდელის პარტიამ პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატები წარადგინა.
ოზურგეთის რაიონში კენჭს ილია კალანდაძე, გურჯაანში - ზაზა ნაცვლიშვილი, თბილისში - ჩუღურეთის ოლქში კი ლევან როინიშვილი იყრიან.
მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი კანდიდატების წარმატებაში დარწმუნებულია და როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ისინი გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.
შეგახსენებთ, რომ 30 მაისს, ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების პარალელურად აღნიშნულ საარჩევნო ოლქებში შუალედური საპარლამენტო არჩევნებიც ჩატარდება.